საზოგადოება გოგი ხარაბაძეს გამოემშვიდობა. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ხარაბაძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.
